ნინო ღვალაძემ მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან შიმშილობა შეწყვიტა

ნინო ღვალაძემ, რომელმაც მთავრობის ადმინისტრაციასთან მეუღლის დასაქმების, ბინის დაკანონების, ავეჯით უზრუნველყოფისა და მსხვილფეხა საქონლის შესყიდვის მოთხოვნით შიმშილობა გამოაცხადა, აქცია შეწყვიტა.
როგორც “პირველისთვის” გახდა ცნობილი, ის მეუღლესთან, ვეფხია ღვალაძესთან ერთად ბოლნისის რაიონში 15 000 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და სახლის მფლობელია.
ღვალაძეების ოჯახი სახელმწიფოსგან თვეში 500 ლარამდე სოციალურ დახმარებას იღებს და როგორც მრავალშვილიან ოჯახს, ადგილობრივი ხელისუფლება ბოლნისის სახლსაც ურემონტებს.
ამასთან, ვეფხია ღვალაძემ, როგორც ვეტერანმა, მიიღო შეთავაზება ვეტერანთა დეპარტამენტში დასაქმებასთან დაკავშირებით, თუმცა მან სამსახურის დაწყებაზე უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ სურდა სხვა თანამდებობაზე მუშაობა, რაზეც მან უარი მიიღო.
ნინო ღვალაძემ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები