ვაჟა-ფშაველას გამზირზე დედა-შვილს ავტომობილი დაეჯახა

ვაჟა-ფშაველას გამზირზე ქვეითად მოსიარულე დედა-შვილს ავტომობილი დაეჯახა.
შემთხვევის შედეგად ქალმა დაზიანებები მიიღო, ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მცირეწლოვანს დაზიანებები არ აღენიშნება.
როგორც “კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევა,რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები