სოზარ სუბარი: ცოტა ხანში წავა ტაციაობა, სად მოიხადოს სასჯელი სააკაშვილმა

მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიცია მოთხოვნილია, – ამის შესახებ ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, სააკაშვილს ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარდგომა მაინც მოუწევს.
„მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიცია მოთხოვნილია, თუმცა ის ამჯერად სხვა ქვეყნის მოქალაქეა. დარწმუნებული ვარ, ცოტა ხანში წავა ტაციაობა ქვეყნებს შორის – სად მოიხადოს სასჯელი პირველი და იმ სასჯელის მოხდის შემდეგ რომელ ქვეყანას გადასცენ. სავარაუდოდ, საქართველოს ისევე როგორც უკრაინასაც არ ექნება უფლება თავის მოქალაქე გადასცეს სხვა ქვეყანას, თუმცა იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ მას მაინც მოუწევს ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარდგომა“, – განაცხადა სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები