IWRP სკანდალურ კვლევას აქვეყნებს – ყვარელში წინდაცვეთას ასობით ავარ გოგონას აიძულებენ

“ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი” (IWRP) კვლევას აქვეყნებს, რომელიც საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ ავარებს შორის გოგონათა წინდაცვეთის პრაქტიკას ეხება.
როგორც საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია აღნიშნული, წინდაცვეთას ასობით ავარ გოგონას აიძულებენ. წინდაცვეთას ატარებენ ყვარლის რაიონის სოფლებში – თივიში, სარუსოსა და ჩანტლისყურეში, სადაც ბევრი ეთნიკური ავარი ცხოვრობს.
როგორც ორგანიზაცია წერს, საქართველოს მთავრობაში მათ განუცხადეს, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე გოგონათა წინდაცვეთის პრაქტიკის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ. მსგავსი ფაქტების შესახებ მონაცემები არ აქვთ ადგილობრივ არასმთავრობოებსა და უფლებადამცველ ორგანიზაციებსაც.
“ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის“ წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ შესაბამისი მოკვლევის ჩატარების პირობა დადო. საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, ყვარლის რაიონში დაახლოებით 3 ათასი ეთნიკური ავარი ცხოვრობს.
“ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის” ინფორმაციით, აგვისტოში ორგანიზაციამ „რუსეთის სამართლებრივი ინიციატივა“ გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის თანახმადაც, დაღესტანში ათობით ათას ქალსა და გოგონას წინდაცვეთა აქვს ჩატარებული. კვლევის თანახმად, სასქესო ორგანოს ნაწილს ძირითადად ერთიდან სამ წლამდე ასაკის გოგონებს სახლის პირობებში აჭრიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები