Best Discovery-საქართველო m&i Transatlantic Vienna 2026-ის საქმიანი ტურიზმის ფორუმის გამარჯვებულია
საქართველოს ტურისტული მიმართულება ავსტრიის დედაქალაქ ვენაში საქმიანი ტურიზმის მიმართულებით გამართულ ფორუმზე პირველ ადგილზე დასახელდა. საქართველომ ნომინაციაში „საუკეთესო აღმოჩენა“ გაიმარჯვა.
„m&i Transatlantic Vienna 2026”-ის საერთაშორისო ფორუმზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინიატრაცია მონაწილეობდა. ფორუმზე ადმინიატრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო იყო წარმოდგენილი. ფორუმის ფარგლებში, 3 დღის განმავლობაში ტურიზმის ეროვნული ადმინიატრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს წევრებმა შეხვედრები გამართეს წამყვანი ევროპული და ამერიკული კომპანიების წარმომადგენლებთან, რომლებიც ბიზნეს ტურიზმის მიმართულებით მუშაობენ.
„m&i Transatlantic Vienna 2026”-ზე გამართული შეხვედრების შემდეგ მონაწილეებმა ტურისტული მიმართულებები და ორგანიზაციები შეაფასეს. საერთაშორისო წამყვანი კომპანიების გადაწყვეტილებით ხმების უმრავლესობა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ მიიღო.
„m&i Transatlantic Vienna 2026”-ზე უცხოური კომპანიები დაინტერესდნენ საქართველოს საქმიანი ტურისტული პოტენციალით, საქართველოში მსხვილი ღონისძიებების, ფორუმების, კონგრესებისა და კონფერენციების მოწყობის შესაძლებლობით.