არჩილ თალაკვაძე: საქართველოს რეგიონში თუ რამით შეუძლია პოზიციონირება, ეს სწრაფი და ეფექტური რეფორმებია

საქართველოს რეგიონში თუ რამით შეუძლია პოზიციონირება, ეს სწრაფი და ეფექტური რეფორმებია“,-ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა არჩილ თალაკვაძემ „2030“-ის ეთერში სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, 4 წლის განმავლობაში, რეფორმების ერთ ბლოკი ხელისუფლებამ წარმატებით შეასრულა. „ისტორიულად, ჩვენ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ვართ და თუ საქართველოს რეგიონში რამით შეუძლია პოზიციონირება, ეს სწრაფი და ეფექტური რეფორმებია 4 წლის განმავლობაში, რეფორმების ერთ ბლოკი წარმატებით შევასრულეთ. დღეს კი, სწრაფი ეკონომიკური განვითარების დროა, რაც კეთილდღეობას თითოეულ ოჯახში მოიტანს. რომ არა ის რეფორმები, რაც გატარდა, დღეს ეკონომიკაზე საუბარი ვერ იქნებოდა, რადგან ეკონომიკა ადამიანის უფლებებზე, კერძო საკუთრების უფლებაზე და სახელმწიფო სტრუქტურების გამართულ მუშაობაზე დგას. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საზოგადოების არჩევანი და მოლოდინი გამართლდეს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები