გადარჩენილი პაციენტები სასწრაფო დახმარების ექიმებს შეხვდებიან – ღონისძიება „ჩვენი გადარჩენისთვის“ გაიმართება

თბილისის სასწრაფო დახმარების ცენტრისა და მედიაჰოლდინგ „კვირას“ ორგანიზებით ღონისძიება – „ჩვენი გადარჩენისთვის“ გაიმართება.

ღონისძიებაზე სასწრაფო დახმარების ცენტრის თანამშრომლები მათ მიერ გადარჩენილ პაციენტებს პირადად შეხვდებიან, სადაც გაიხსენებენ ისტორიებს, თუ როგორ გადაარჩინეს ექიმებმა ისინი. ეს ერთგვარი სოციალური კამპანიაა.

ღონისძიების მიზანია, საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ იმ შემთხვევებზე, რომლის შედეგადაც ყოველდღიურად უამრავ ადამიანს უნარჩუნდება სიცოცხლე. გარდა იმისა, რომ სასწრაფო სამედიცინო ცენტრის ექიმებს პროფესია ავალდებულებთ, დახმარება აღმოუჩინონ რთულ სიტუაციაში მყოფ პაციენტებს, მათ უდიდესი მორალური პასუხისმგებლობაც აქვთ, რისი მაგალითებიც ჩვენს ყოველდღიურობაში არცთუ იშვიათია.

 „თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ექიმები ყოველდღიურად, 24 საათის განმავლობაში მუშაობენ, რათა დაუყოვნებლივ აღმოუჩინონ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება მათ, ვინც ამას საჭიროებს.

„ჩვენს რიგებში ძნელად მოიძებნება ექიმი, რომელსაც ცენტრში მუშაობისას თუნდაც ერთი ადამიანის სიცოცხლე არ ჰქონდეს გადარჩენილი. ისინი გმირები არიან, რომელთა შრომის დაფასების ერთ-ერთი და, საკმაოდ მნიშვნელოვანი გამოხატულება, სწორედ რომ გადარჩენილი პაციენტის მადლობაა. ამიტომაც, ასეთი შეხვედრები საკმაოდ დადებითი ემოციური მუხტის მატარებელია“, – აცხადებს თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მაკა გვარამია.

 ღონისძიების მხარდამჭერია თბილისის მერიის საქალაქო სამსახური.

ღონისძიება დღეს, 20:00 საათზე გაიმართება, მისი მასპინძელია რესტორანი „ვაინშტეფანი“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები