მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში შესაძლოა, პოლიტიკურ პარტია “ხვილიას” ჩაუდგეს სათავეში

მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში შესაძლოა, პოლიტიკურ პარტია “ხვილიას” (“ტალღა”) ჩაუდგეს სათავეში. აღნიშნულ მოსაზრებას პარტიის შექმნის საინიციატივო ჯგუფის წევრი დეპუტატი ნატალია ნოვაკი აჟღერებს.
“პარტია ჯერ არ არსებობს, არსებობს მხოლოდ ამ პარტიის შექმნის საინიციატივო ჯგუფი. შესაძლოა, ამ პარტიის ჩამოყალიბების პროცესი დაჩქარდეს, რის შედეგადაც მიხეილ სააკაშვილი მართლაც ჩაუდგეს მას სათავეში”, -განაცხადა ნოვაკმა.
მისივე თქმით, პარტიის დაფუძნებელი ყრილობა შესაძლოა, თებერვალში გაიმართოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები