პოროშენკო სააკაშვილის გადადგომის ბრძანებულებას მინისტრთა კაბინეტიდან დოკუმენტის შეტანის შემდეგ მოაწერს ხელს

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკო ოდესის გუბერნატორის თანამდებობიდან მიხეილ სააკაშვილის გადადგომის შესახებ ბრძანებულებას იმ შემთხვევაში მოაწერს ხელს, რაც მას შესაბამის დოკუმენტს მინისტრთა კაბინეტი გადაუგზავნის. ამის თაობაზე „ინტერფაქს უკრაინას“ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცნობეს.
ამასთანავე პოროშენკო აცხადებს, რომ ის „სააკაშვილის გადადგომის რეალურ მიზეზებს დაადგენს“.
„თუ უკრაინის მინისტრთა კაბინეტი შესაბამის განაცხადს შეიტანს, პრეზიდენტი სააკაშვილის გადადგომას ხელს მოაწერს. ამასთან ერთად მისი გადადგომის რეალური მიზეზები იქნება შესწავლილი“ – განუცხადეს „ინტერფაქს უკრაინას“ პოროშენკოს ადმინისტრაციაში.
ცნობისთვის, ოდესის გუბერნატორის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა დღეს განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები