„როგორ აქცია უგულავას დაცვამ ყოფილი სპორტსმენი სექსმუშაკად“ – ვწვებოდი ყველასთან ვისთანაც მეტყოდნენ“

როგორ აქცია უგულავას დაცვამ ყოფილი სპორტსმენი სექსმუშაკად – ამ სათაურით გაზეთი “ვერსია“ რუბრიკაში “პატიმრის დღიური“ მასალას აქვეყნებს, რომელსაც “კვირა“ უცვლელად გთავაზობთ:

,,ბიჭო, ქათამი ეძახე შენ და ნახე, რა ნავარჯიშები სხეული აქვს _ უეჭველი, სპორტსმენი იყო, თან მაგარი სპორტსმენი”, _ უთხრა ერთ დღეს პატიმარმა #0578-მა ზონის მაყურებლებს, როცა ე.წ. ქათმები ეზოს დალაგებას შეუდგნენ. ,,მაგას არ იცნობ შენ? როგორ გამოგეპარა? აქ არის ქათამი, თორემ ,,სვაბოდაზე” ერთ-ერთი ყველაზე ,,ბლატნოი” ტიპი იყო, დიდი ,,მაყუთითა” და გავლენით. მერე ,,დაერხა” და აგერ, საქათმეში ცხოვრობს”, _ გაიღიმა მაყურებელმა.

,,რა გავლენითა და მაყუთით? ამას, კუნთების გარდა, არაფერი ეტყობა”, _ გაიოცა #0578-მა და მაყურებელმაც მაშინვე ,,ქათამს” გასძახა: ,,ტუმბო, თუ არ შეწუხდები, ერთი წუთით აქ გვეახელი” და როცა ტუმბოდწოდებული პატიმარი მოვიდა, მაყურებელმა განაგრძო: ,,ეს ჩემი ძმაა, შენც დაჯექი ახლა და მშვიდად მოუყევი ის, რაც ადრე ჩვენ მოგვიყევი. არაფერი დამალო, იცოდე და არ დაიწყო კეკლუცობა, თორემ მოგხვდება, გაიგე?!” _ თქვა მაყურებელმა და ,,ტუმბომაც” უხმოდ დაუქნია თავი. პატიმარი #0578 თავის საკნისკენ წავიდა, ,,ტუმბო” უკან გაჰყვა და როცა კამერაში შევიდნენ, #0578 ნარზე წამოწვა, ,,ტუმბო” ფეხზე დარჩა, რადგან ,,ქათამს” უფლება არ ჰქონდა, პატიმრების კამერაში რამეს შეხებოდა. ცოტა ხნის შემდეგ, ისე, რომ #0578-ს არაფერი უკითხავს, ,,ტუმბომ” დაიწყო.

,,სპორტზე ბავშვობიდანვე დავდიოდი – ჭიდაობა, წყალბურთი, კრივი… ბოლოს, ისე გამოვიდა, მხოლოდ ვარჯიში შემრჩა, ვერც ერთს ვერ გავყევი ბოლომდე. მერე მამა დამეღუპა და მუშაობის დაწყება გადავწყვიტე. ვერსად ვერაფერი ვიპოვე და მშენებლობაზე წავედი. ხელოსანი არ ვიყავი, მაგრამ ჯანი მქონდა და ბლოკის მიწოდებასა და ცემენტიანი ვედროების თრევას ცოდნა არ უნდა. ერთ დღეს, მშენებლობაზე თბილისის მერი მოვიდა. უგულავას რამდენიმე მინისტრი ახლდა. ძალიან ცხელოდა და წელსზემოთ შიშველი ვმუშაობდი. ,,მეკიდა”, ვინ მოვიდა და ვინ არა, ოფლი გადამდიოდა და ჩემი გაჭირვება მადგა. საღამოს ,,პრარაბმა” დამიძახა, დღეს სტუმრები რომ იყვნენ, დაცვამ შენი ნომერი გამომართვაო.

უგულავას დაცვამ-მეთქი და აბა, რა ვიცი, იმდენი ხალხი და იმდენი დაცვა იყო, ვინ ვისია, ვერ გაარჩევო. პირველი, რაც ვიფიქრე, ის იყო, რომ ჩემი აგებულება მოეწონათ და ეგებ, დაცვაში ამიყვანონ-მეთქი. მესამე დღეს დამირეკეს. ერთ-ერთ სამინისტროში დამიბარეს და მითხრეს, საშვი დაშვებულიაო. მივედი, ოთახში შემიყვანეს, იქ დაახლოებით, ნახევარი საათი ვიჯექი მარტო და სახლში გამომიშვეს ისე, რომ არავინ შემხვედრია.

ესეც ერთგვარ გამოცდად ჩავთვალე და დავიწყე ლოდინი, მაგრამ 2 თვე არავის გავხსენებივარ. მერე ისევ დამირეკეს, უკვე მარჯანიშვილზე, ჩაის სახლი რომ არის, ბანკის გვერდით, იქ დამიბარეს. მივედი, ვიღაც ტიპი დამხვდა, ბევრი მელაპარაკა, ყველაფერი მომაყოლა ჩემზე, მაგრამ ვხვდებოდი, რომ ვყვებოდი, თავადაც იცოდა და უბრალოდ, ამოწმებდა საკუთარ ინფორმაციას. მერე მითხრა, ფული რამდენი გჭირდებაო და გამეცინა იმიტომ, რომ ფული ძალიან ბევრი მჭირდებოდა. მანქანაში ჩამისვა, ვერაზე ამიყვანა, სამოთახიან ბინაში შემიყვანა და გასაღები დადო მაგიდაზე, დღეიდან აქ იცხოვრებო. მეტი არაფერი უთქვამს, წავიდა, თუმცა მეორე დღეს ისევ გამოჩნდა, ახლა მანქანის გასაღები დადო მაგიდაზე, ფულის შეკვრა და წავიდა.

დავთვალე, 2 ათასი დოლარი იყო. არ ვიცოდი, რისთვის დამიტოვა, მაგრამ ბევრი ფიქრი არ დამჭირვებია, ტელეფონზე დამირეკა და მაგ ფულით ნორმალურად ჩაიცვიო. მაღაზიებში წავედი და მართლა მაგარი ,,ზმანი” ვიყიდე. მერე სახე გამაწმენდინეს, მერე სოლარიუმი, ფრჩხილები, თმა და ერთ კვირაში მშენებელი ,,ტუმბოდან” ნამდვილი პლეიბოი გავხდი. ვერ ვხვდებოდი, ჩემგან რა უნდოდათ, მაგრამ მალე ყველაფერი ,,გაიასნდა” – ერთ დღეს მითხრეს, არაფერი დაგეგმოო და საღამოს რესტორანში წამიყვანეს. დახურული საღამო იყო, ბევრი უცხოელი ირეოდა. მოვიდა ის ჩემი მფარველი, ერთ ქალზე მანიშნა და მითხრა, ამაღამ ეგ უნდა ,,გაჟიმოო”. ცოტა კი გამიკვირდა, რადგან ქალი 60 წლამდე იქნებოდა, მაგრამ უცხოელი იყო, მოვლილი, დაბანილ-დავარცხნილი და ისიც ვიფიქრე, ცოტას დავლევ და ეგ არის-მეთქი. მთავარი პირობა ის იყო, რომ ჩემს ბინაში უნდა წამეყვანა. ბევრი ხვეწნა არ დამჭირვებია, ისიც ბევრს სვამდა და როცა ვუთხარი, მინდა, ჩემი ბინა განახოთ-მეთქი, ყელზე ჩამომეკიდა და აღარც გაუშვია. ამის მერე იმ ქალს მხოლოდ ტელევიზორში თუ ვხედავდი. მაგასაც და სხვებსაც, რომლებთანაც სექსი მქონდა და რომლებიც იმ ქალზე ნაკლები ასაკის არ იყვნენ. ყველა უცხოელი იყო, მაგრამ ერთ დღეს ეს იდილია დამთავრდა. სტუმრები ჩვენი სამეზობლოდან იყვნენ ჩამოსულნი და როცა რესტორანში მივედი, ცოტა გამიკვირდა – სულ მამაკაცები იყვნენ.

მაშინ გავიგე, რომ მარტო ქალებს არ უნდა მოვმსახურებოდი. გავაპროტესტე, მაგრამ ჩემმა მფარველმა, სულ რომ მიღიმოდა, ძალიან სერიოზული სახით მითხრა, შენი გადასაწყვეტია, იცოცხლებ თუ არაო და იმ ღამეს პირველად მქონდა კაცთან სექსი. ამის მერე ყველაფერი აირია, მართალია, ჩემი შემოსავალი გაიზარდა, მაგრამ ვეღარ ვიგებდი, კაცი ვიყავი თუ ქალი. ვწვებოდი ყველასთან, ვისთანაც მეტყოდნენ. აღარ ვეკონტაქტებოდი მეგობრებს, არავის ვხვდებოდი. ველოდებოდი, როდის დამიძახებდნენ ჩემი მოვალეობის შესასრულებლად და პარალელურად, ფულს ვაგროვებდი, რომ რაც შეიძლება მალე გავცლოდი ამ ჭაობს. როცა საკმარისი ფული შევაგროვე, ბინა ვიყიდე, პატარა კომერციული ფართი და ერთ დღეს გამოვუცხადე, მეყოფა-მეთქი. სიცილად არ ეყოთ, შენ ეს საბავშვო ბაღი ხომ არ გგონია, ცხოვრებას დაგინგრევთო. არეული წამოვედი იქიდან, თავი გამიცხელდა, ვეღარაფერს ვხედავდი და ვერც გზაზე გადამსვლელი ქალი შევნიშნე. არ გავქცეულვარ, ადგილზე მოკვდა ის ქალი და პოლიციაში წამიყვანეს. ჩემი მფარველები მოვიკითხე, მაგრამ მათ ხელი დაიბანეს, თავს თავად მიხედეო და ასე მომისაჯეს 8 წელი.

ალკოტესტმა თრობაც ამომიგდო, მართლა მქონდა ცოტა დალეული და ახლა აქ ვარ”, _ დაასრულა მოყოლა ,,ტუმბომ”. ,,ტუმბო რატომ დაგარქვეს?” ,,რა ვიცი, ტუმბოს გავხარ აგებულებითო და დამარქვეს. ბავშვობიდან მეძახიან ასე”. ,,საქათმეში როგორ მოხვდი? – გამოაცხადე, ,,სვაბოდაზე” ამ საქმით ვიყავი დაკავებულიო?!” ,,არა, ეგ ჩემმა კეთილისმყოფელებმა მოახერხეს. მთელმა ციხემ გაიგო, რომ თურმე, კაცებთან მქონდა სექსი და მანდ დამთავრდა. ახლა მთავარია, აქედან ცოცხალი გავიდე, ბინა მაქვს, მცირე ფართიც და… ეგებ, სამუდამოდ დავივიწყო ის ცხოვრება…” პატიმარი #0578 წყარო: გაზეთი “ვერსია“

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები