ორბელიანის მოედანზე საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა
თბილისში, ორბელიანის მოედანზე საცხოვრებელი სახლის სამი სართული ჩამოინგრა.
ნგრევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე უსაფრთხოების მიზნით მობილიზებულები არიან შესაბამისი სამსახურები. არსებული ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლი ავარიულია.