ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარეს უფლებამოსილება შეუწყდა
ხარაგაულის საკრებულოს სხდომაზე „რესპუბლიკელ“ თავმჯდომარე ინგა მაღრაძეს უფლებამოსილება შეუწყდა.
საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების საკითხს მხარი საკრებულოს ოცდაორმა წევრმა დაუჭირა. სხდომას საკრებულოს 35-დან 31 წევრი ესწრებოდა. კენჭისყრის ორი ბიულეტენი გაბათილდა.