“უკრაინასა და ყირიმში განვითარებულმა მოვლენებმა განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა შესძინა შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხს”

საქართველოში ამერიკის ელჩმა იან კელიმ შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხზე ვრცლად ისაუბრა. იან კელი მიიჩნევს, რომ შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხი მას შემდეგ უფრო აქტუალური გახდა, რაც უკრაინასა და ყირიმში განვითარებული მოვლენები გახდა აქტუალური. იან კელიმ ისიც აღნიშნა, რომ საქართველოს ნატოსგან ამ კუთხით მხარდაჭერა აქვს.
„სამი მოკავშირე ქვეყანა შავიზღვისპირეთიდან – ბულგარეთი, რუმინეთი და თურქეთი, მხარს უჭერენ ამ კუთხით სტრატეგიის განვითარებას. განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა შესძინა შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხს უკრაინასა და ყირიმში განვითარებულმა მოვლენებმა.
უსაფრთხოების აღნიშნული სტრატეგია გულისხმობს თანამშრომლობის გაღრმავებასა და განვითარებას შავი ზღვის სანაპირო უსაფრთხოების კუთხით. ყველაფრის განხორციელება მოხდება ერთობლივი მუშაობით და გაძლიერდება რეგიონში სტაბილურობა და თავდაცვა. ამაში, რა თქმა უნდა, საქართველოს როლი იქნება ძალიან დიდი”, – განაცხადა იან კელიმ.
იან კელიმ თავდაცვის სამინისტროს გასული 100 დღის შემაჯამებელი საქმიანობის პრეზენტაცია შეაფასა და აღნიშნა, რომ მაშინ მკაფიოდ იყო დანახული ის გამოწვევები, რაც დღეს სამინისტროს აქვს.
„პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო ის სამუშაოები, რაც ჩატარდა. თავდაცვის მინისტრმა წარმოადგინა სტრატეგია თუ როგორ უნდა გაუმკლავდეს სტრუქტურულ რეორგანიზაციას სამინისტრო. აშშ მხარს უჭერს თავდაცვის სამინისტროს საქმიანობას”,- განაცხადა იან კელიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები