მიხეილ სააკაშვილი – ლორთქიფანიძე ოდესის ისტორიაში პოლიციის პირველი უფროსი იყო, რომელიც ქრთამს არ იღებდა

გიორგი ლორთქიფანიძე ოდესის ისტორიაში პოლიციის პირველი უფროსი იყო, რომელიც ქრთამს არ იღებდა. ამის შესახებ ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. გუბერნატორის თქმით, ლორთქიფანიძეს ჯერ ფუნქციათა უმეტესობა წაართვეს, ხოლო შემდეგ მასზე ყველა მხრიდან შეტევა განხორციელდა. „რა თქმა უნდა, ბევრად მეტის გაკეთება იყო შესაძლებელი. მაგრამ ამისთვისაც მადლობა – ოდესაში მშვიდობა შენარჩუნდა, ქალაქი ნორმალურ და მშვიდ ცხოვრებას დაუბრუნდა. გიორგი კი სრულად დამპალ სისტემაში სუფთა დარჩა და ღირსება შეინარჩუნა“, – წერს სააკაშვილი ფეისბუქში. მისი თქმით, ახლა ყველა კორუფციონერს შეუძლია გამარჯვება აღნიშნოს, რომელიც, გუბერნატორის განცხადებით, „დიდხანს არ გაგრძელდება“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები