სერგეენკო: მე დღეს ფორმალურად ვასრულებ მინისტრის მოვალეობას და პრემიერს ეკუთვნის ბოლო სიტყვა

პრემიერ-მინისტრის გადასაწყვეტია, როგორ დაკომპლექტდება მინისტრთა კაბინეტი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განუცხადა.
„მე დღეს ფორმალურად ვასრულებ მინისტრის მოვალეობას და პრემიერს ეკუთვნის ბოლო სიტყვა მინისტრთა კაბინეტის დაკომპლექტების თაობაზე“, – განაცხადა სერგეენკომ.
მისივე თქმით, ჯერ უნდა დაკომპლექტდეს საკანონმდებლო ორგანო და მხოლოდ ამის შემდეგ გახდება ცნობილი აღმასრულებელ ხელისუფლებაში თანამდებობების განაწილების შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები