გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ მხარს დავუჭერთ ამერიკელი ხალხის არჩევანს

ჩვენ მხარს დავუჭერთ ამერიკელი ხალხის არჩევანს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე საუბრისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ამერიკა საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანაა.
„აშშ-ის მხარდაჭერა ჩვენი სუვერენიტეტისა და საქართველოს დამოუკიდებლობის შენარჩუნების პროცესში, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო გასული 25 წლის განმავლობაში. დღეს ჩვენ ვსაუბრობთ ამერიკასთან შემდგომი 25 წლის პარტნიორობის თაობაზე, რაც ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია”, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები