პრემიერი: შავი ზღვის უსაფრთხოების ნაწილი ვიქნებით ჩრდილოატლანტიკურ ოჯახთან ერთად

ჩვენ შავი ზღვის უსაფრთხოების ნაწილი ვიქნებით ჩრდილოატლანტიკურ ოჯახთან ერთად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.
“შავი ზღვის უსაფრთხოების დიალოგში საქართველო არის ჩართული. ეს განისაზღვრა ნატო-ს სამიტზე და ამის შემდეგ არ წყდება ამ მიმართულებით კონსულტაციები. ჩვენ შავი ზღვის უსაფრთხოების ნაწილი ვიქნებით ჩრდილოატლანტიკურ ოჯახთან ერთად და შესაძლოა საქართველო იყოს ჩართული პატრულირებასა და სხვა ასეთი ტიპის ოპერაციებში. ჩვენთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან მთლიანად ეს პროცესი ჩვენი ნატო-ში ინტეგრაციის განუყოფელი ნაწილია“, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები