“მანანა კობახიძეს შეიძლება ჰქონდეს განაწყენების მომენტი”

მე ვეთანხმები მანანა კობახიძის მოსაზრებას, ის მთელი თავისი ცხოვრება ისედაც იყო ადამიანის უფლებათა დამცველი.-ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს პარლამენტის წევრმა თემურ ჭკუასელმა განაცხადა.
იგი აცხადებს, რომ მანანა კობახიძემ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე უარი თქვა. ჭკუასელი კობახიძის გადაწყვეტილებას გამართლებულად მიიჩნევს.
„მანანას შეიძლება ჰქონდეს განაწყენების მომენტი, მაგრამ მას ამის შესახებ პოლიტსაბჭოზე არ უსაუბრია, მან უბრალოდ დაასაბუთა თუ რატომ არ უნდა აღნიშნული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი.
ის მთელი ცხოვრება ისედაც ადამიანის უფლებებს იცავდა და არ სჭირდება ამისთვის თანამდებობა. მასზე იმოქმედა აგორებულმა კამპანიამ მის ოჯახთან დაკავშირებით და ამ ყველაფერმა დაღი დაასვა. ის პროკურატურაშიც დაიბარეს, მართალია არაფერი გამოიკვეთა, მაგრამ გულნატკენია ყველაფერი ამის გამო.
მის გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ. გუშინ მას სთხოვეს რამდენჯერმე, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ არის“.-განაცხადა თემურ ჭკუასელმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები