გიორგი მარგველაშვილი იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრ პაოლო ჯენტილონის შეხვდა.
შეხვედრისას საქართველოსა და იტალიას შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების და გაღრმავების მიმართულებები განიხილეს. საუბარი პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებსაც შეეხო.
მხარეებმა ყურადღება ორ ქვეყანას შორის განათლების, სამეცნიერო და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებაზე გაამახვილეს.
ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისაკენ სწრაფვის მნიშვნელობა და ის ნაბიჯები, რომლებსაც ჩვენი ქვეყანა ამ მიმართულებით დგამს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მთლიანად რეგიონში.
ქვეყნის პირველმა პირმა მადლობა გადაუხადა იტალიის პირველ დიპლომატს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, არაღიარების პოლიტიკის, ასევე, საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესის მტკიცე მხარდაჭერისათვის.
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი მარგველაშვილს იტალიის პრეზიდენტის მოწვევა გადასცა.
შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პრეზიდენტის საგარეო საქმეთა მდივანი თენგიზ ფხალაძე და პრეზიდენტის პოლიტიკური და საპარლამენტო მდივნები ფიქრია ჩიხრაძე და ანა დოლიძე ესწრებოდნენ.
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისში ვიზიტის შემდეგ ბაქოსა და ერევანს ეწვევა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები