თემურ ჭკუასელი: დროა, ძველი სახეები წავიდნენ და ასპარეზი ახალ თაობას დაუთმონ

ამ ახალგაზრდებს, ვინც დღეს „ქართულ ოცნებაში“ არიან, ყველას განათლება უცხოეთში აქვთ მიღებული, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა თემურ ჭკუასელმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ჭკუასელი მიიჩნევს, რომ პარლამენტში ძველი სახეები ახალმა ნაკადმა უნდა ჩაანაცვლოს.
“დროა ეს ძველი სახეები ახალმა თაობამ შეცვალოს. გუნდმა და პარტიამ ასე გადაწყვიტა, თითქმის ყველას უცხოეთში აქვს განათლება მიღებული.
“ნაციონალური მოძრაობა“ უცხოეთში უფრო კარგად გრძნობდა თავს, ვიდრე თავის ქვეყანაში. უცხოეთში კონტაქტები იყო ძალიან ცუდ დონეზე, ამიტომ, დროა, ახალმა თაობამ თავისი სიტყვა თქვას,“-განაცხადა თემურ ჭკუასელმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები