რუსთაველის თეატრი ესპანელი ვირტუოზის, რაფაელ აგუირეს კონცერტს უმასპინძლებს

9 ნოემბერს, 20 საათზე, რუსთაველის თეატრში, ესპანეთის საელჩოს ოფისის საქართველოში ორგანიზებით: გენიალური ესპანელი ვირტუოზის, რაფაელ აგუირეს კონცერტი გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, რაფაელ აგუირე არის საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული მუსიკოსი. მუსიკის სიღრმისეულმა ცოდნამ, კაშკაშა ვირტუოზულობამ და მრავალფეროვანმა რეპერტუარმა იგი 28 ქვეყანაში ჩაიყვანა.
საერთაშორისო შეჯიბრებზე მოპოვებულმა 13-მა ჯილდომ (ესპანეთის რეკორდი), რომელთა შორისაა „Pro Musicis” (ნიუ-იორკი) და „Tarrega”, ხელი შეუწყო მის ექსტრაორდინალურ კარიერას განვითარებაში და დღეისათვის ყველაზე ცნობილ გიტარისტად ჩამოყალიბებაში.
წინა წლებში მან ისეთ წამყვან საკონცერტო დარბაზებში მოაწყო წარმოდგენები, როგორიცაა: კარნიაჟის საკონცერტო დარბაზი, ვენის საკონცერტო დარბაზი, ჩაიკოვსკის საკონცერტო დარბაზი მოსკოვში, სანქტ-პეტერბურგის ფილარმონიის დარბაზი, ლონდონის წმინდა ჯონის სკვერი, გასტაიჰი მუინხენი, ჰამბურგის ჰაიზის საკონცერტო დარბაზი, მუსიკის სკუერი ვალენსიაში და ტონის საკონცერტო დარბაზი დიუსელდორფში.
მისი დაკვრა საერთაშორისო პრესამ, როგორც „ლოცვა“ (მაინცის ექო), და „სიმწიფე და ინტენსივობა“ (რიტმოს ჟურნალი), ამასთანავე მშობლიურმა ქალაქმა ის დააჯილდოვა „მალაგის ახალგაზრდა 2011“ ჯილდოთი. რაფაელმა გრემის პრიზის მფლობელი კომპოზიტორების: სერხიო ასადის, ხოაკინ კლერჩის, აგუსტინ კასტია ავილას, დავიდ დელ პუერტოს და დანიელ რეალის ნაშრომების პრემიერა მოაწყო.
მას ნამუშევარი აქვს ორკესტრებთან, როგორიცაა: მოსკოვის ახალი რუსეთის სიმფონიური ორკესტრი, ბადენ-ბადენის ფილარმონიის, თურინგერის ფილარმონიის, პფორზაიმის ორკესტრი, ვესტფალენის ახალი ფილარმონია, მალაგას ფილარმონიის ორკესტრი, ექსტრემადურას სიმფონიური ორკესტრი და სირიის ნაციონალური ოკესტრი. მისმა ოთხმა ნამუშევარმა, რომლებიც ჩაწერა “Naxos”-თან, KSGEXAUDIO და RTVE-სთან, მიიღო უმაღლესი საერთაშორისო აღიარება. ისინი წარდგენილი იქნა ლათინური გრემის დაჯილდოებაზე და გაშვებული იქნა BBC, CBS, NPR, Radio Stephandsom Vienna, the Bavarian Radio, MDR, Radio Nacianal de Espana და ახალ კლასიკურ FM რადიოში ტორონტოში.
16 წლის ასაკში მისი დებიუტი შედგა მალაგის ახალგაზრდულ სიმფონიურ ორკესტრში, რომელმაც ტურის ფარგლებში მთელი ესპანეთი და მაროკო მოიარა. ის დააჯილდოვეს უფასო სწავლებით ანდალუსიურმა ხელისუფლებამ და ალექსანდრე ჰუმბოლტის ფონდმა. ამ დახმარებებმა ხელი შეუწყო რაფაელს გერმანიაში პროფესორ ხუაკინ კლერჩთან ესწავლა, სასწავლებელი მან უმაღლესი ნიშნებით დაასრულა. მოგვიანებით პროფესორ მაიკლ ლევინთან სწავლობდა ლონდონის სამეფო აკადემიაში. 2009 წლიდან, რაფაელ აგუირე  დიუსელდორფის რობერტ შუმანის უნივერსიტეტში ასწავლის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები