ფესტივალი „საჩუქარი“: თუმანიშვილის თეატრის სცენა რუსულ წარმოდგენას დაეთმობა

8, 9 ნოემბერს, 20:00 საათზე, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ “საჩუქარის” ფარგლებში, თუმანიშვილის თეატრში სპექტაკლი „მოთამაშეები“ დაიდგმება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ეს არის რუსეთის თეატრალური ხელოვნების აკადემიის, კამინკოვიჩ-კრიმოვის სახელოსნოს წარმოდგენა ნიკოლაი გოგოლის პიესის მიხედვით.
რეჟისორი ალექსანდრე კუზნეცოვი; მხატვარი: ალექსანდრა დაშევსკაია;  როლებში: ოლეგ ბლინოვი, ანდრეი მიხაილევი, ეგორ მატვეევი, ილია ნასკოვი, მიხაილ კრემერი, მატვეჩ ჩერნიხი, კირილ კოვბასი, ალექსანდრე კუზნეცოვი.
სპექტაკლის შესახებ: ალექსანდრ კუზნეცოვის სპექტაკლი სუფთა წყლის თეატრალური ექსპერიმენტია. აბსოლუტურ პარადოქსამდე დაყვანილი ქცევისა და სიტყვის „ჰარმონიული ერთობა“ თავდაპირველად აბსოლუტურ დისონანსში გვაგდებს ჩვენ – მაყურებლებს, ვინაიდან ჩვენი აღქმა (ემოციური და რაციონალური) აბსოლუტურ დისონანსში შემოდის ერთმანეთთან, სპექტაკლი კი, როგორც ერთი მთლიანობა, შოკის მომგვრელ შთაბეჭდილებას ახდენს ჩვენზე.
ავანტურისტულ სამყაროში ავანტურისტების ბანდას ვაწყდებით – და ეს ყველაფერი ნელ-ნელა, სპექტაკლის მსვლელობასთან ერთად გვაჯადოებს და გვხიბლავს…
ყოველი ეს დიდი თამაშია… და საერთოდ – რა არის ის სამყარო და ადამიანი, თუ არა ჩაბნელებულ, იატაკქვეშა სათამაშო ოთახში მოქცეული ერთი დიდი ბლექ-ჯეკის მაგიდა და მოთამაშეს ხელში ჩავარდნილი ნახატებიანი სურათი, რომელთაც ჩვენ, ჩვეულებისამებრ ადამიანებს ვუწოდებთ…

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები