მიხეილ დუნდუა: წლის ბოლომდე ლარის მაჩვენებელი 2.33 ნიშნულამდე გამყარდება

სავალუტო ფონდის პროგნოზით ლარი წლის ბოლომდე გამყარებას დაიწყებს და მისი ნიშნული, 2.33-2.34-მდე შენარჩუნდება, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ეკონომისტმა მიხეილ დუნდუამ განაცხადა.
ექსპერტი მიიჩნევს, რომ ეროვნული ვალუტა გამყარებას დაიწყებს, მისივე განცხადებით, საქართბელოში ტურიზმის თვალსაზრისით, ასევე იმპორტის და ექსპორტის კუთხით მდგომარეობა პოზიტიურია, ამიტომ, როგორც დუნდუა აცხადებს, ეროვნული ვალუტის ირგვლივ ატეხილი პანიკა უსაფუძვლია.
“ყველა ფუნდამენტური ფაქტორი მიუთითებს, რომ ლარს ეკონომიკური პრობლემა არ აქვს. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მონაცემებით, ჩვენი მაკროეკონომიკური გარემო საუკეთესოდ შეფასდა და 137 ადგილიდან მსოფლიოში მე-40 ადგილზე ვართ. ძალიან სერიოზული პროგრესი განვიცადეთ. წლის ბოლოსთვის ლარის ნიშნული, როგორც, ამას სავალუტო ფონდი პროგნოზირებს, 2.33-მდე გამყარდება“, – განაცხადა მიხეილ დუნდუამ “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები