ფესტივალ „საჩუქარის“ ახალი პროგრამა „ფოკუსშია იტალია“ – დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართება

7 ნოემბერს, 20.00 საათზე, ფესტივალი „საჩუქარი“, იტალიის საელჩოსთან თანამშრომლობით, წარმოადგენს ახალ პროგრამას  „ფოკუსშია იტალია“ და ნაჩვენები იქნება დოკუმენტური ფილმი „მშვენიერი ქალი კინოთეატრებში“ (2016). როგორც „კვირას“ ფესტვალის ორგანიზატორებმა აცნობეს, გაიმართება, აგრეთვე საჯარო დისკუსია ფილმის ავტორსა და რეჟისორთან – ჩეჩილია ცოპელეტოსთან.
ფილმის შესახებ: ჩეჩილია ზოპელეტოს დოკუმენტური საგა „La Belle at the Movies“ („მშვენიერი ქალი კინოთეატრებში“) განსხვავებული მნიშვნელობის ფილმია. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ერთ-ერთი ელემენტი, რომელიც ძალიან გამოკვეთილია ამ ფილმში, ეს არის კონცეფციის და კონცეფტუალური ჩანაფიქრის ძლიერი გავლენა. მიუხედავად იმისა, რომ ფილმი დოკუმენტურია, ხოლო მკვეთრად გამოკვეთილი კონცეფტუალური დატვირთვის ატრიბუტი მხატვრული ფილმისათვის დამახასიათებელი ელემენტია, ეს ამ ფილმს განსაკუთრებულ ჟღერადობას ანიჭებს.
ეს არის ფილმი, რომელიც აფრიკის ერთ-ერთი ქალაქის ისტორიაზე გვიამბობს. როგორ იცვლება ის, როგორ იცვლება საზოგადოება, მთელი ქვეყანა. ეს არის ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ ნადგურდება და ქრება ჩვენი ცხოვრებიდან თითქოსდა, უმნიშვნელო ელემენტები, ხოლო ამ გაუჩინარების შედეგად მიღებული ცვლილებები კოლოსალურია… შეუქცევადი და ხანდახან კატასტროფულიც კი.
 ფილმის ჩვენება კინოთეატრი „ამირანის“ მცირე დარბაზში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები