ოპერისა და ბალეტის თეატრი ზვიად ბოლქვაძეს და ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრს უმასპინძლებს

7 ნოემბერს, 19:30 საათზე ნიკოლოზ რაჭველი და ეროვნული მუსიკალური ცენტრი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში წარმოადგენს ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრს, აფხაზეთის საგუნდო კაპელას და სამების ტაძრის საპატრიარქო გუნდს.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, კონცერტს ზვიად ბოლქვაძე უდირიჟორებს.
სოლისტები: გიორგი ცაგარელი (ალტი), ქეთევან ქართველიშვილი (სოპრანო), ირინა შერაზადიშვილი (სოპრანო), მაგდა ჭიჭიაშვილი (მეცო სოპრანო), გიორგი შარვაშიძე (ტენორი), გიორგი ბეროშვილი (ტენორი), გიორგი გოდერძიშვილი (ბანი). შესრულდება ფრანც შუბერტის მესა N6 და ზვიად ბოლქვაძის In Memoriam სოლო ალტის, ორკესტრისა და მამაკაცთა გუნდისათვის.
კონცერტის მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ხელოვანთა კავშირი „კონცეპტ არტი“ და კომპანია „ბადაგონი“. საინფორმაციო მხარდამჭერები: სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“, რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“, მედიაჰოლდინგი „პალიტრა“ და საინფორმაციო ცენტრი „118 08“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები