ლევან იზორია საზოგადოებას 100 დღის ანგარიშს ჩააბარებს

დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია საზოგადოებას 100 დღის ანგარიშს ჩააბარებს. როგორც “კვირას” თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიება სასტუმროში BILTMORE-ში გაიმართება.
როგორც უწყებაში განმარტავენ, ლევან იზორია თავდაცვის სისტემის სტრატეგიული განვითარების მიმართულებებზეც ისაუბრებს.
არ არის გამორიცხული დღეს გახდეს ცნობილი გააუქმებს თუ არა ლევან იზორია მისი წინამორბედის, თინა ხიდაშელის ბრძანებას, შეიარაღებულ ძალებში წვევამდელების გაწვევის გაუქმების თაობაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები