იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისშია

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი პაოლო ჯენტილონი ეწვია.
თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში იტალიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის დახვედრის ოფიციალურ ცერემონიას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე, იტალიაში საქართველოს ელჩი კახა სიხარულიძე და საქართველოში იტალიის ელჩი ანტონიო ენრიკო ბარტოლი დაესწრნენ.
კახა სიხარულიძემ და ანტონიო ენრიკო ბარტოლიმ მინისტრის საქართველოში ვიზიტის შესახებ კომენტარები გააკეთეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები