„თუ რა ფრაქციები შეიქმნება, ამაზე უახლოეს პერიოდში შედეგება დამატებით კონსულტაციები“

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის პოსტზე წარდგენილი კანდიდატი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ საპარლამენტო ფრაქციების შექმნასთან დაკავშირებით დამატებითი კონსულტაციები გაიმართება. ფრაქცია “ქართულ ოცნებას” კი, მამუკა მდინარაძე უხელმძღვანელებს. “ფრაქცია “ქართულ ოცნებას“ ბატონი მამუკა მდინარაძე უხელმძღვანელებს, თუ რა ფრაქციები შეიქმნება ამაზე უახლოეს პერიოდში შედეგება დამატებით კონსულტაციები. ჩვენ გამოვიყენებთ ყველა შესაძლებლობას, ყველა მანდატს იმისთვის, რომ პარლამენტში იყოს ძალიან დინამიური პროცესები უზრუნველყოფილი და ბუნებრივია, ფრაქცია და ფრაქციები არის ამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი“, -განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები