მამუკა მდინარაძე: იმედი მაქვს, პარლამენტი დაამტკიცებს, აირჩევს დასახელებულ პირებს

იმედი მაქვს, რომ პარლამენტი დაამტკიცებს, აირჩევს დასახელებულ პირებს – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ყველა საპარლამენტო თანამდებობაზე კვალიფიციური და გამოცდილი კადრები არიან დასახელებული.
„ვფიქრობ, ჩვენი საქმიანობა იქნება ნაყოფიერი. თქვენ ნახეთ, რომ ყველა საპარლამენტო თანამდებობაზე კვალიფიციური, მათ შორის გამოცდილი კადრები არიან დასახელებული. იმედი მაქვს, რომ პარლამენტი დაამტკიცებს, აირჩევს დასახელებულ პირებს და ჩვენი საქმიანობაც ასევე ერთობლივად, ამ გუნდთან ერთად იქნება ნაყოფიერი საპარლამენტო საქმიანობის პირობებში“, -განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები