„დემოკრატიული პროცესების მხარდაჭერის გზით, საქართველო მღელვარე რეგიონში კვლავ ნათელ წერტილად რჩება“

დემოკრატიული პროცესების მხარდაჭერის გზით, საქართველო მღელვარე რეგიონში კვლავ ნათელ წერტილად რჩება – ასე ეხმაურება ამერიკელი კონგრესმენი სტივ ჩაბოტი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს.
მისი განცხადებით, ამ არჩევნებით, რომელიც როგორც კანდიდატების, ისე ქართველი ხალხის უფლებათა სრული დაცვით ჩატარდა, საქართველომ კიდევ ერთი უზარმაზარი ნაბიჯი გადადგა დემოკრატიული რეფორმების გზაზე.
„საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე მეგობარი და მოკავშირეა და მე მხარს ვუჭერ მისი ჩართულობის გაძლიერებას რეგიონული უსაფრთხოების, ეკონომიკური განვითარებისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებისკენ მიმართულ საქმიანობაში. ვულოცავ ქართველ ხალხს და მოუთმენლად ველი საქართველოს ახალ მთავრობასთან თანამშრომლობის დაწყებას“, – ნათქვამია ამერიკელი კონგრესმენის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები