საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის პოზიციაზე არჩილ თალაკვაძის კანდიდატურა დასახელდა

“ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოსა და საპარლამენტო უმრავლესობის სხდომებზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თანამდებობაზე არჩილ თალაკვაძის კანდიდატურა იქნება წარდგენილი.
ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარეობის კანდიდატი – მამუკა მდინარაძე, თავმჯდომარის მოადგილე კი დიმიტრი სამხარაძე იქნებიან.
ცნობისთვის, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ საპარლამენტო თანამდებობებზე წარსადგენ კანდიდატურებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც პარტიის განცხადებაშია ნათქვამი, დღეს გაიმართა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს სხდომა და ახალი საპარლამენტო უმრავლესობის შეკრება, რომელზეც მიღებულია გადაწყვეტილებები საპარლამენტო თანამდებობებზე წარსადგენი კანდიდატურების შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები