დავით ნარმანია: მომავალი წლის ბიუჯეტი 800 მილიონ ლარზე ნაკლები არ იქნება

თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის პარამეტრების დაზუსტებამდე რამდენიმე დღე დარჩა. თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, პროექტის პირველადი ვარიანტი უკვე შემუშავებულია. მისივე განმარტებით, 2017 წლის ბიუჯეტი, რომლის პრიორიტეტებიც უცვლელია, 800 მილიონ ლარზე ნაკლები არ იქნება.
„ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები დაზუსტდა. ჩვენ მომდევნო კვირას ინტენსიურად ვიმუშავებთ, რათა ბიუჯეტში ყველა ძირითადი მიმართულება დეტალურად გაიწეროს და ვაპირებთ, რომ კანონმდებლობით დადგენილი წესით, 15 ნოემბრამდე აღნიშნული ბიუჯეტი დედაქალაქის საკრებულოში წარვადგინოთ.
მომავალი წლის ბიუჯეტის პარამეტრები 800 მილიონ ლარზე ნაკლები არ იქნება. ბიუჯეტში წარმოდგენილი იქნება ის პრიორიტეტები, რომლებსაც ჩვენ მომდევნო წლისთვის, პრაქტიკულად, უცვლელად ვტოვებთ, რადგან ქალაქის ეკოლოგიაზე, გამწვანებაზე, კეთილმოწყობაზე, უკეთეს გარემოზე, საბავშვო ბაღებსა და მომავალ თაობებზე ზრუნვა, ჩვენი აზრით, უცვლელი პრიორიტეტები უნდა იყოს,“- განაცხადა ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები