თბილისი ელექტრონულ მუსიკალურ ფესტივალს უმასპინძლებს

4-5 ნოემბერს, 23:00 საათზე, ძველი იპოდრომის პავილიონში, Ornament fest-ის ყოველწლიური ფესტივალი  გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ფესტივალი წარმოდგენილია თანამედროვე ელექტრონული მუსიკით, პანტომიმით და სხვადასხვა ვიზუალური ელემენტებით, რაც ქმნის თანამედროვე განსხვავებულ სინთეზს.
ფესტივალის ფარგლებში თბილისს საერთაშორისო დონის ოთხი უცხოელი შემსრულებელი: Oliver Huntermann Dusty Kid, Nthng და Markus Suckut-ი ეწვევა.
პერფორმანსის პირველ ნაწილს 4 ნოემბრის ღამე ასახავს. მთელი ღამის განმავლობაში, 23:00 საათიდან, ელექტრონული მუსიკის მოყვარულებს ელოდებათ საოცარი საღამო, რომელსაც შოუს ელემენტებით გააფორმებს საქართველოს სახელმწიფო პანტომიმის თეატრი, სანახაობა დილის 09:00 საათამდე გაგრძელდება.
„პროექტში მონაწილეობენ: საქართველოს სახელმწიფო პანტომიმის თეატრი, TSU ART და STREET ART. ეს არის ახალი, განსხვავებული და უკონკურენტო პროექტი, რადგან საქართველოს მუსიკალურ ინდუსტრიაში დღემდე არ გამართულა მსგავსი ფესტივალი და წარმოადგენს თანამედროვე მუსიკისა და ხელოვნების სინთეზს. პროექტში ჩართულნი არიან საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტების თვითმმართველობები”, – ნათქვამია კულტურის პალატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები