ცხინვალში ყაჩაღობაში ეჭვმიტანილის ბინაში დიდი ოდენობით იარაღი აღმოაჩინეს
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ცხინვალის ავტოსადგურზე ყაჩაღურ თავდასხმაში ეჭვმიტანილის ბინაში ჩხრეკა ჩაატარეს და დიდი ოდენობით იარაღი და ტყვია-წამალი აღმოაჩინეს. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება.
ჩხრეკა ცხინვალის 28 წლის მკვიდრის, ალექსეი გობოზოვის ბინაში ჩატარდა. ამოღებულია სნაიპერის შაშხანა, ორი ავტომატი, სანადირო თოფი, ხელყუმბარები, ასევე ნიღბები.