ირაკლი ალადაშვილი: რუსეთმა აფხაზეთის შეიარაღებულ ფორმირებებზე საბოლოო გავლენა მოიპოვა

ოკუპირებული აფხაზეთისა და რუსეთის ერთობლივი სამხედრო ფორმირების შექმნაში, რომლის რატიფიცირება რუსეთის დუმამ რამდენიმე დღის წინ მოახდინა, ქართველი სამხედრო მიმომხილველების აზრით, დე ფაქტო რესპუბლიკის შეიარაღებული ფორმირებების წინააღმდეგ მიმართული გადაწყვეტილებაა.14958809_1048861761899765_1382896155_n
სამხედრო ექსპერტი ირაკლი ალადაშვილი პარალელს ე.წ. სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის მაგალითზე ავლებს და აცხადებს, რომ რუსეთს არ სჭირდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე დამოუკიდებელი შეიარაღებული ფორმირებები.
„ანალოგიური სვლით რუსეთმა მოახდინა ე.წ. სამხრეთ ოსეთის შეიარაღებულ ფორმირებებზე გავლენის მოპოვება. რუსეთს არ სჭირდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე დამოუკიდებელი სამხედრო დაჯგუფებების არსებობა. ის „გაერთიანებული სამხედრო დაჯგუფება“, რომლის რატიფიცირებაც რუსეთის დუმამ მოახდინა აფხაზეთის ე.წ სამხედრო ძალებზე, გავლენის მოპოვებას ნიშნავს. რუსეთმა თავის საჯარისო ნაწილებით შეავსო ოკუპირებული აფხაზეთის სამხედრო რიგები, დროთა განმავლობაში ამ სამხედრო შენაერთიდან მთლიანად გაიცხრილებიან აფხაზები და ეს შეიარაღებული ფორმირება მთლიანად რუსული არმიის ნაწილი გახდება,“ – განაცხადა „კვირასთან“ სამხედრო მიმომხილველმა ირაკლი ალადაშვილმა.
ალადაშვილი მიიჩნევს, რომ რუსეთის მხრიდან ბოლო ოთხი წლის მანძილზე საომარი მოქმედებების საფრთხე საქართველოს მიმართ შენელებულია, თუმცა იგი გარკვეულ რისკებს არ გამორიცხავს.
“დღეს საქართველოში არ არის ის ვითარება, რომ რაიმე საომარი მოქმედებების საფრთხეს ვგრძნობდეთ რუსეთის მხრიდან. სიტუაცია შედარებით სტაბილურია ბოლო 4 წლის მანძილზე.
ხელისუფლების შეცვლამ საქართველოში ეს დაძაბულობა მოხსნა. ახალმა მთავრობამ მოახერხა, რომ რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი სამხედრო საფრთხე თავიდან იყოს აცილებული,“ – განაცხადა ირაკლი ალადაშვილმა.
გაერთიანებულ სამხედრო დაჯგუფებაში, რომლის რატიფიცირებაც რუსეთის დუმამ მოახდინა, რუსეთის მხრიდან ოკუპირებულ აფხაზეთში დისლოცირებული რუსული სამხედრო ბაზა შედის, ხოლო აფხაზური მხრიდან – მოტომსროლელთა ორი ბატალიონი, საარტილერიო და ავიაციური ჯგუფები და სპეციალური დანიშნულების ძალები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები