გიორგი მელიქიშვილის (ჯორჯ მელის) საავტორო კონცერტი გაიმართება

5 ნოემბერს, 20:00 საათზე, Backstage 76-ში გიორგი მელიქიშვილის (ჯორჯ მელის) კონცერტი გაიმართება.
როგორც მუსიკოსი ფეისბუქზე წერს, ეს იქნება საავტორო სიმღერების საღამო მოულოდნელ სტუმრებთან ერთად. „ძალიან საინტერესო, სასიამოვნო და მრავალფეროვანი მუსიკალური საღამო გელით“, – აცხადებს იგი.
ცნობისთვის: ნიუ-იორკის ჯაზისა და მსოფლიო მუსიკის სცენის ვეტერანი, დრამერი, პერკუსიონისტი, არანჟირების სპეციალისტი და სიმღერების კომპოზიტორი – გიორგი მელიქიშვილი (ჯორჯ მელი) დაიბადა თბილისში, თუმცა მისი სრული მუსიკალური ჩამოყალიბება მოხდა შეერთებულ შტატებში, სადაც პრესტიჟული Berklee College of Music-ის დამთავრების შემდეგ, 2000 წლიდან, იგი ნიუ-იორკის და ინტერნაციონალური, ჯაზის და კრეატიული მუსიკის განუყოფელი ნაწილი გახდა.
გიორგი გახლავთ, როგორც ძალზედ მოთხოვნადი დრამერი, უამრავი მნიშვნელოვანი არტისტის პროექტში, ასევე ლიდერი/კომპოზიტორი/არანჟირების სპეციალისტი და სიმღერის კომპოზიტორი თავისი სხვადასხვა ორიგინალური პროექტისა.
აშშ-ს მოქალაქე პრესტიჟული სტატუსით – “ექსტრაორდინალური შესაძლებლობების მქონე პირი ხელოვნების დარგში”.
მისი მოღვაწეობა მოიცავს თანამშრომლობას ისეთ არტისტებთან, როგორიც არიან: Esperanza Spalding, Mino Cinelu, Leo Genovese, Lionel Loueke, Avishai Cohen, Badal Roy, Dom Salvador, Leni Stern, Gabriel Grossi, Raul Midon, Harvie S, Wayne Escoffery და მრავალი სხვა, და ასევე, გამოსვლებს ლეგენდარულ საკონცერტო დარბაზებსა და კლუბებში: Carnegi Hall, Blue Note, Jazz Standard, Smoke, Irridium, World Cafe Live, The Deer head Inn, – აღნიშნავს გაზეთი New York City Jazz Record-ი.
2014 წლის თბილისის ჯაზფესტივალზე გამოსვლის შემდეგ (ლიდერის სტატუსით, თავის George Mel Quartet-თან), გიორგიმ გარკვეული დროით სამშობლოში დარჩენა გადაწყვიტა, რათა ამერიკაში შეძენილი ცოდნა და გამოცდილება ქართველი მუსიკოსებისა და მსმენელისათვის გაეზიარებინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები