ნაირა მარშანიას წიგნის – „მოგონებები დაბრუნებამდე“ წარდგინება გაიმართება

6 ნოემბერს, 16 საათზე, საქართველოს მწერალთა სახლში ნაირა მარშანიას ახალი წიგნის “მოგონებები დაბრუნებამდე” წარდგინება გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, წიგნში შეტანილია 1992-1993 წლების აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა ემოციური მოგონებები, რომლებიც ასახავენ მათ მიერ ღირსეულად განვლილ გზებს. კრებულში თავმოყრილი ჩანახატები რეალურ მოვლენებზეა დაფუძნებული, მათში ასახულია ომის პერიოდში ქართველი და აფხაზი კოლეგების ურთიერთპატივისცემისა და თანადგომის არაერთი მაგალთი.
წიგნი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქართულ-აფხაზური ურთიერთობების გაუმჯობესების საქმეში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები