„გურული დღიურების“ მეორე წიგნთან დაკავშირებით გიორგი კეკელიძესთან შეხვედრა გაიმართება

დღეს, 4 ნოემბერს, 17:00 საათზე, თსუ-ს პირველი კორპუსის 201-ე აუდიტორიაში გაიმართება შეხვედრა „გურული დღიურების“ მეორე წიგნთან დაკავშირებით.
როგორც „კვირას“ უნივერსიტეტის თვითმმართველობაში განუცხადეს, შეხვედრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის კულტურის დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართება.
შეხვედრას წარუძღვება საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი, მწერალი და ტელეწამყვანი, გიორგი კეკელიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები