კრებულის ,,XXI ქართული ესე“ წარდგინება გაიმართება

 7 ნოემბერს, 18:30 საათზე,  საქართველოს მწერალთა სახლში  ესეების კრებულის – ,,XXI ქართული ესე“ წარდგინება გაიმართება.  კრებული ,,კალმოსანმა“ გამოსცა და 21 ქართველი ავტორის ნაწარმოებს აერთიანებს.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, წიგნი დაისტამბა ,,საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს“ მხარდაჭერით.
კრებულის ავტორები არიან: გივი ალხაზიშვილი, მიხეილ ანთაძე, დიანა ანფიმიადი, გიორგი ბარამიძე, დათო ბარბაქაძე, ლევან ბრეგაძე, ნაირა გელაშვილი, ლექსო დორეული, გია ეძგვერაძე, გიგი თევზაძე, შოთა იათაშვილი, ზურაბ კიკნაძე, ვახუშტი მენაბდე, ნანა ტრაპაიძე, ნათია ფანჯიკიძე, ზაზა ფირალიშვილი, პაატა ქურდაძე, მერაბ ღაღანიძე, ხვიჩა ყალაბეგაშვილი, პაატა შამუგია, მალხაზ ხარბედია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები