ჯიხაშკარში უცხოელი დამკვირვებლისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

სოფელ ჯიხაშკარში უცხოელი დამკვირვებლისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე პოლიციამ გუშინ კიდევ ერთი პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაცია შს მინისტრის მოადგილემ, შალვა ხუციშვილმა უწყებათშორისი კომისიის წევრებს მიაწოდა.
როგორც ხუციშვილმა აღნიშნა, დაკავებულის მიმართ ჯერ სხვა საპროცესო ღონისძიებები არ განხორციელებულა.
“ველოდებით პროკურატურას. უცხოელი დამკვირვებელი, რომელიც დაზარალდა, საქართველოში არ იმყოფებოდა, არჩევნების მეორე ტურისთვის ჩამოვიდა და ამოიცნო დაკავებული პირი. მინდა, გითხრათ, რომ პოლიცია ნეიტრალურად, მიუკერძოებლად, მტკიცებულებებზე დაყრდნობით მუშაობს. ჩვენს მოვალეობას ობიექტურად ვასრულებთ”, – აღნიშნა ხუციშვილმა.
რაც შეეხება გორში 30 ოქტომბერს მომხდარ ინციდენტს, ხუციშვილის განცხადებით, გამოძიება მიმდინარეობს, გამოკითხულია შვიდი პირი და მიმდინარეობს ექსპერტიზა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები