პროფკავშირი: ჩვენ გამოვიტანთ სააშკარაოზე ფაქტს, როგორ მოკლეს ცემაში ჩინელმა დამსაქმებლებმა ერთ-ერთი ჩვენი მოქალაქე

ჩვენ გამოვიტანთ სააშკარაოზე ფაქტს, როგორ მოკლეს ცემაში ჩინელმა დამსაქმებლებმა ერთ-ერთი ჩვენი მოქალაქე, – ამის შესახებ განცხადება ხარაგაულის რაიონის სოფელ ზვარეში ჩინური კომპანიის წარმომადგენლებსა და დასაქმებულებს შორის მომხდარი ინციდენტის შემდეგ გაერთიანებული პროფკავშირების ხელმძღვანელმა ირაკლი პეტრიაშვილმა გააკეთა.
როგორც პეტრიაშვილმა აღნიშნა, ჩინური კომპანია ქვეყანაში არსებულ საკანონმდებლო სივრცეს უხეშად არღვევს.
„რეალურად ის საკანონმდემბლო სივრცე, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი, უხეშად არის დარღვეული კრიმინალური ელემენტების მიერ, ესენი არიან ჩინური კომპანიები საქართველოში. ეს არ არის პირველი შემთხვევა. სულ მალე ჩვენ გამოვიტანთ სააშკარაოზე ფაქტს, ჩინელმა დამსაქმებლებმა როგორ მოკლეს ცემაში ერთ-ერთი ჩვენი მოქალაქე“,-განაცხადა პეტრიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სოფელ ზვარეში გუშინ, ჩინური კომპანიის თანამშრომლებსა და ადგილობრივებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ინციდენტში მოგვიანებით, ადგილობრივებიც ჩაერთვნენ. მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გუშინ, ჩინეთის სამი მოქალაქე დააკავა.
კომპანიაში დასაქმებულები ადგილობრივებთან ერთად სოფელ ზვარედან ჩინური კომპანიის გაძევების მოთხოვნით საპროტესტო აქციას ამ წუთებში მართავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები