ტელეკომპანია „მაესტროზე“ გადაცემები დაიხურა

ტელეკომპანია „მაესტროზე“ სამი გადაცემა- “ღამის კონტაქტი“, ნიკა ლალიაშვილის „სვოტანალიზი“ და მაგდა ანიკაშვილის „მაესტროს ფაქტორი“ დაიხურა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანიაშიც ადასტურებენ.
მათი ინფორმაციით, არხზე ექვსი ახალი გადაცემა მზადდება, ამიტომაც ყველა თანამშრომელი მუშაობას უწინდებურად აგრძელებს.
“ყველა თანამშრომელი რჩება. ახალ პროექტებზე ვმუშაობთ. წინასწარ ვიცოდით, რომელი პროექტი დაიხურებოდა, არავისთვის სიახლე არ ყოფილა. ეს არის ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. ექვსი ახალი გადაცემა მზადდება”, – აცხადებენ ტელეკომპანიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები