„ტფილისური ავანგარდი 1910-1920-იან წლებში“, – მზია ჩიხრაძის ლექცია გაიმართა (ფოტოკოლაჟი)

ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმმა, ტრადიციული სალექციო ციკლის – „საუბრები ლურჯ სუფრასთან“ ფარგლებში, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორს, მზია ჩიხრაძეს უმასპინძლა. ლექციაზე განხილული იყო „ტფილისური ავანგარდი 1910-1920-იან წლებში“.მუზეუმი
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ლექციის ფარგლებში მუზეუმმა საჩუქრად მიიღო ახალი ექსპონატი – XIX საუკუნის მაკეტი „ხილით ვაჭრობა“, რომელიც, სხვა სახელოსნოებისა და დუქნების მაკეტების გვერდით, მუდმივ ექსპოზიციაში დაიდებს ბინას.
საჩუქარი „მუზეუმის მეგობრების“ საპატიო თავმჯდომარემ, ლუარსაბ ტოგონიძემ და „მუზეუმის მეგობარმა“ რამაზ ობოლაძემ მუზეუმს უსასყიდლოდ გადასცეს. ტრადიციული სალექციო ციკლის – „საუბრები ლურჯ სუფრასთან“ ფარგლებში, მუზეუმმა პირველად უმასპინძლა ბიზნესსექტორს: Natura Tea Company-ის და კომპანია „ბადაგს“ , რომლებმაც თავისი პროდუქცია შესთავაზეს მსმენელებს.

14923927_10210897719263000_2018347128_o
14954451_10210897713902866_1299873479_o

14956494_10210897697222449_7679243127435447_n

14947766_10210897697422454_6410928754837199103_n

14925496_10210897697262450_3261141672000327871_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები