სამედიცინო ასოციაციების სხდომაზე სამედიცინო შემთხვევების რეცენზირების პროცესის სრულყოფის გზებზე იმსჯელეს

სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებულ სხდომაზე სამედიცინო შემთხვევების რეცენზირების პროცესის სრულყოფის გზებზე იმსჯელეს.
განსაკუთრებული მნიშვნელობით განიხილეს სამედიცინო შეცდომის გამიჯვნის საკითხი ექიმის გულგრილობასა და უყურადღებობისგან, რაც საკანონმდებლო დონეზე ცვლილებასაც მოითხოვს.
გაერთიანების წევრების მოსაზრებით, კანონში დღევანდელი ჩანაწერი საკმაოდ მოძველებულია და კრიტიკულ შემთხვევაში, შეცდომის დაშვების შიშით, ექიმმა შესაძლებელია უარი თქვას სამედიცინო დახმარებაზე. ხოლო რეცენზენტის დასკვნა ექიმის შეცდომის თაობაზე შეიძლება გახდეს ექიმის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიცემის საფუძველი, რაც არასწორია, ვინაიდან საექიმო შეცდომა არსად განიხილება როგორც სისხლის სამართლის დანაშაული.
არანაკლებ მნიშვნელოვანია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში კლინიკებსა და სახელმწიფოს შორის არსებული სადავო შემთხვევები, ვინაიდან ხშირ შემთხვევაში, სწორედ ექსპერტიზის დასკვნაზეა დამოკიდებული სახელმწიფოს მიერ დაფინანსების გაცემის საკითხიც.
R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები