რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთს საერთაშორისო არენაზე დახმარებას ჰპირდება

“რუსეთი საერთაშორისო არენაზე აფხაზეთის მხარდაჭერას გააგრძელებს”, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრს, დაურ კოვეს შეხვდა.
ლავროვმა ასევე აღნიშნა, რომ ჟენევის დისკუსიების ფორმატს დიდი მნიშვნელობა აქვს და მოსკოვი შეეცდება კვლავაც გააგრძელოს მუშაობა ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების მიმართულებით.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციასა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის 90 დოკუმენტია გაფორმებული და კიდე 30 ხელშეკრულების გაფორმება იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები