არჩილ გამზარდია: პატივცემულო ხელისუფლებავ, მაღაზიაში შესვლის გვეშინია ხალხს!

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. გამზარდია აქცენტს ქვეყანაში შექმნილ სოციალურ ფონზე აკეთებს.
„სამწუხაროა, რომ განახლების რეჟიმში გარდამავალი ხელისუფლების პოზიცია ლარის თემასთან დაკავშირებით უფრო და უფრო ცინიკური ხდება. ჯერ კიდევ წინა პერიოდში ხელისუფლება ხან “ქამრების მოჭერის” პოლიტიკაზე საუბრობდა, ხან ცდილობდა, აეხსნა პრობლემების შესახებ საკუთარი მოსაზრება ან გეგმები… ხანაც ეროვნული ბანკის ქმედებებს ასახელებდა მიზეზად. ზოგი იღებდა ამას, ზოგი – არ იღებდა, ზოგი ცდებოდა, ზოგი – არა, მაგრამ ხელისუფლება ინტენსიურ დიალოგში იყო საზოგადოებასთან, ლარის თემასთან დაკავშირებით.
სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში, მკაფიოდ დაეტყო ხელისუფლებას, რომ უკვე ახსნის და შეწუხების საჭიროებასაც აღარ თვლის, მხოლოდ ორ წინადადებაში მოჭრიან პასუხს და ისიც ირონიულად. თუ გავიხსენებთ, რომ დღევანდელი ხელისუფლება უახლოეს ხანებში საკონსტიტუციო უმრავლესობით გააგრძელებს მუშაობას, ძალიან საშიში ტენდენციები ჩნდება უკვე “ქართული ოცნების” მხრიდან მოსახლეობასთან მიმართებაში. მე მეჩვენება, რომ ის მგრძნობელობა, რომელიც ხელისუფლებას ახასიათებდა ამ წლების განმავლობაში საზოგადოების რეაქციებზე, დღეს უკვე აღარ ჩნდება. პატივცემულო ხელისუფლებავ, მაღაზიაში შესვლის გვეშინია ხალხს… ფასები საოცარი ტემპით იზრდება, ხოლო მაღაზიიდან გამოტანილი პროდუქტები საოცარი ტემპით მცირდება.
მივმართო “ქართულ ოცნებას”, რომელსაც აქტიურად ვგულშემატკივრობ, რომ ეს ჩანასახები ცინიზმისა და შეუწუხებლობისა, რაც უკვე ჩნდება თქვენს ქმედებებში, ასევე ჩანასახით დაიწყებს ჩვენში გაჩენას, აგრესიული მუხტების სახით… რა განვითარება შეიძლება მოჰყვეს ასეთ შესაძლო ურთიერთკავშირს ერთმანეთთან, უკვე გამოვლილი გვაქვს, არც ისე დიდი ხნის წინ – ეს არის გზა მოსახლეობის დაძაბვისა და აგრესიისა, რომლისგანაც ხელისუფლების გადარჩენის გზა მხოლოდ ტირანიასა და დიქტატზე გადის, როგორც წინა ხელისუფლების შემთხვევაში იყო.
მოიკრიბეთ ძალა და ნუ გაიმეორებთ იგივეს“, – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები