მთარგმნელ მაია ბადრიძესთან შეხვედრა გაიმართება

3 ნოემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“, ილიაუნის ლიტერატურული კლუბის ორგანიზებით, გაიმართება შეხვედრა მთარგმნელ მაია ბადრიძესთან.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, იგი ჰერმან ბროხის რომანზე -„მთვარეულები“ – ისაუბრებს.
მაია ბადრიძეს ასევე თარგმნილი აქვს: რობერტ მუზილის „უთვისებო კაცი“ (I, II ტომი); კარლ გუსტავ იუნგის „ფსიქოლოგია და რელიგია, პასუხი იობს“ და „ფსიქოლოგია და ალქიმია“; გივი მარგველაშვილის „მუცალი“ და სხვ.
„მთვარეულები“ გამორჩეულად მნიშვნელოვანი ავსტრიელი მწერლის, ჰერმან ბროხის (1886-1951), პირველი ფილოსოფიური რომანი-ტრილოგიაა. მწერალმა, XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისის გერმანიის მაგალითზე, მოახერხა, არა მხოლოდ აღეწერა და გაეანალიზებინა ეპოქათა ცვლის მტკივნეული პროცესი, არამედ წინასწარ განეჭვრიტა ის ახალი რეალობა, რომელიც ევროპულ ფასეულობათა შეუქცევადი ცვლის შედეგად დადგებოდა. ამან, უდავო ლიტერატურულ ღირსებებთან ერთად, რომანი საეტაპო მნიშვნელობის ნაწარმოებად აქცია.
წიგნი „დიოგენემ“ გამოსცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები