სვეტოსლავ დრაგანოვის ფილმის – „თითქმის მშვენიერი ცხოვრება“ ჩვენება გაიმართება

  4 ნოემბერს, 18:30 საათზე, თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის კულტურის დეპარტამენტის ორგანიზებით,  პირველი კორპუსის 217-ე აუდიტორიაში გაიმართება ბულგარელი რეჟისორის, სვეტოსლავ დრაგანოვის ფილმის ჩვენება „თითქმის მშვენიერი ცხოვრება“, რომელიც მოგვითხრობს სამი ძმის განსხვავებული ცხოვრების სტილის შესახებ.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ჩვენების შემდეგ ფილმს განიხილავს ფსიქოლოგი დავით ანდღულაძე.
…ალექსანდრე ლამაზ ვარცხნილობას ატრებს და მაკიაჟის ხელოვნებაც ესმის, სცენაზე გასვლის წინ მოუთმენლად ელის, როდის გამოაცხადებენ; ალექსანდრე პარიკმახერია. ბობი ქალაქიდან მოშორებით, სიმწვანეში ცხოვრობს, მას გრძელი სამოსი აცვია და მოგრძო წვერი აქვს; ბობი მონასტერში მსახურობს. ჯეიმსს ჭრელი პერანგი აცვია და ურმით შეშა დააქვს, ქასთინგზეც ცდის ბედს, საღამოობით კი სვამს და გოგოებს ურეკავს… ამ სამ განსხვავებულ ადამიანს ერთი რამ აქვთ საერთო, ისინი ერთი დედის, ლილის შვილები არიან. დედის გარდაცვალების შემდეგ ძმებმა ერთმანეთისგან განსხვავებული გზა აირჩიეს, თუმცა ყოველი მათგანი ცდილობს საკუთარი თავის პოვნასა და დამკვიდრებას, ყოველი მათგანი ებრძვის მარტოობას, და არც ერთს არ ტოვებს იმედი, რომ ბედნიერება არც ისე შორსაა.
ფილმს წარმოადგენს კინოფესტივალი „CinéDOC Tbilisi“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები