ესპანეთის „ტენერიფეს საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსში“ ოთხმა ქართველმა ლაურეატის წოდება მოიპოვა

ესპანეთში, „ტენერიფეს საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსში“ ოთხმა ქართველმა ახალგაზრდა ხელოვანმა პირველი პრემია და ლაურეატის წოდება მოიპოვა.
როგორც „კვირას“ კულტურის სამინისტროში განუცხადეს, ესენი არიან:
კატეგორია -ა I პრემია, ანნა კალანდაძე (ზესტაფონი);
კატეგორია -ბ I პრემია, გიორგი ჭეიშვილი (ქუთაისი);
კატეგორია – დ დიპლომი, ანნა ჩაფიძე (ზესტაფონი);
კატეგორია – ფ I პრემია, ლაშა მერებაშვილი (საქართველო/შვედეთი);
კატეგორია სოლო სიმღერა – I პრემია, დავით ღვინიანიძე (საქართველო/რუსეთი/აშშ).
მანამდე კი პიანისტმა ვალერიან შიუკაშვილმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გაავრცელა ინფორმაცია:
„ძვირფასო მეგობრებო! დამთავრდა ტენერიფეს საერთაშორისო კონკურსი… რომელიც აქ უკვე მე-5 დღეა და 14 ქვეყნის 64 მონაწილეს მასპინძლობს… საქართველომ კვლავ მიიპყრო ყურადღება თავისი ნიჭით, პროფესიონალიზმით და განსაკუთრებული სიყვარული მოიპოვა ბევრის თვალში… მე, როგორც ჟიურის წევრი, ბედნიერი ვარ, რომ მსოფლიოს საუკეთესო ახალგაზრდების შორის უმეტესწილად ქართველი სახელდება და ეს მათი პედაგოგების, მშობლების და რეგიონალური მართველობის დამსახურებაა, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო! 5 ქართველისგან 4-მა პირველი პრემია და ლაურეატის წოდება მოიპოვა. ბევრი პრიზი და მიპატიჟებაა სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსა თუ ფესტივალზე … ესენი არიან:
კატეგორია -ა I პრემია ანნა კალანდაძე (ზესტაფონი);
კატეგორია -ბ I პრემია გიორგი ჭეიშვილი (ქუთაისი);
კატეგორია – დ დიპლომი ანნა ჩაფიძე (ზესტაფონი);
კატეგორია – ფ I პრემია ლაშა მერებაშვილი (საქართველო/შვედეთი);
კატეგორია სოლო სიმღერა – I პრემია დავით ღვინიანიძე (საქართველო/რუსეთი/ ა.შ.შ).
აგრეთვე, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ზრუნვისათვის, ხელშეწყობისათვის, დახმარებისათვის ქალბატონ თამარა პოდდუბნაიას და ნატალია კაზიმიროვსკაიას…
ერთი სიტყვით, მადლობა ღმერთს, ამდენი ნიჭიერი ადამიანების ჩუქებისათვის. კიდევ ერთხელ გილოცავთ“, – წერს ვალერიან შიუკაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები