ოსმა ძალოვნებმა სოფელ კირბალის მკვიდრი ალექსი დოთიაშვილი გაათავისუფლეს
ოსმა ძალოვნებმა სოფელ კირბალის მკვიდრი ალექსი დოთიაშვილი გაათავისუფლეს
ოსმა ძალოვნებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მკვიდრი ალექსი დოთიაშვილი გაათავისუფლეს. დოთიაშვილი ქართველ სამართალდამცავებს სოფელ ერგნეთში ე.წ. ნეიტრალურ ტერიტორიაზე გადასცეს. ცხინვალის ციხე მან ჯარიმის 2000 რუბლის გახდის შემდეგ დატოვა.
“ამ წუთებში შევიტყეთ, რომ გათავისუფლებულია. როგორც ვიცი, ნორმალურად არის. სავარაუდოდ, შიდა ქართლის სამხრეო პოლიციის შენობაშია“, – განაცხადა „კვირასთან“ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალში გამგებლის წარმომადგენელმა დავით ცერცვაძემ.
ალექსი დოთიაშვილი 3 დღის წინ რუსმა სამხედროებმა ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს.